ჯი ენდ ემ აუტო ჯორჯია
საიმედო ავტონაწილები, აქსესუარები და პროფესიონალური სერვისი 2006 წლიდან. წამყვანი პროფესიონალები კოლოფების დარგში, რომელსაც ენდობა ამიერკავკასიის ბაზარი.
2022 წლიდან კომპანია გადავიდა განსხვავებულ რეჟიმზე. დაიდო ხელშეკრულება Zeller+Gmelin – Divinol, Raybestos, Lintex და სხვა ბრენდებთან და ნაწილებისა და დისტრიბუციის გარდა დაამატა სხვადასხვა სახის მომსახურებაც. დამონტაჟდა კოლოფის სოლენოიდების შესამოწმებელი მანქანის ხელსაწყო, ჰიდრავლიკური გასაწმენდი მანქანა, ავტომატური ტრანსმისიის ზეთის შესაცვლელი მანქანის სპეც. ნაკრები, სარქველების კორპუსების უნივერსალური საგამოცდო სტენდები და სხვა და გახდა წამყვანი პროფესიონალი კოლოფების დარგში.
გვაქვს ჩვენი მაღაზია თბილისში, რომელიც წარმოადგენს სანდო ლოჯისტიკურ და ბიზნეს პარტნიორს რეგიონალური მასშტაბით.
ჩვენი მიზანია თითოეული ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი იყოს ავტონაწილებისა და სერვისისის ხარისხით. თანამედროვე ტექნოლოგიები და საიმედო პარტნიორები განაპირობებს უსაფრთხოებას და ცხოვრების მაღალ ხარისხს.
ჯი ენდ ემ აუტო ჯორჯია
ჯი ენდ ემ აუტო ჯორჯია
ჯი ენდ ემ აუტო ჯორჯია 2006 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ეს იყო ექსკლუზიურად GM-ACDelcos ბრენდის სათადარიგო ნაწილებით და საპოხი მასალებით მოვაჭრე სადისტრიბუციო ქსელი.
დაფუძნების დღიდან ჩვენი მიზანი იყო ავტომფლობელების უზრუნველყოფა საიმედო და ხარისხიანი ავტონაწილებით, რომლებიც აკმაყოფილებენ ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომა შესაძლებელს ხდის მოგაწოდოთ საუკეთესო ავტონაწილები, აქსესუარები და საპოხი მასალები.
ამჟამად ჩვენი კომპანია წარმოდგენილია საქართველოში, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე და არსებობის მანძილზე შეძლო და ავტომომსახურების სფეროში საკუთარი ნიშა დაიმკვიდრა.
DIVINOL ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
DIVINOL - გერმანული ხარისხის საპოხი მასალები საქართველოში
ჩვენ ვართ DIVINOL-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - გერმანული ბრენდისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აწარმოებს მაღალი ხარისხის ზეთებს, ტრანსმისიის სითხეებსა და ტექნიკურ საპოხ მასალებს.
როგორც ოფიციალური დისტრიბუტორი, ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ ორიგინალ პროდუქციას პირდაპირ მწარმოებლისგან - გარანტირებული ხარისხითა და სიზუსტით.
DIVINOL-ის პროდუქცია შექმნილია გერმანული საინჟინრო სტანდარტების შესაბამისად და აკმაყოფილებს მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლების მოთხოვნებს.
ჩვენთან იპოვით ზეთებსა და საპოხ მასალებს მსუბუქი ავტომობილებისთვის, სატვირთო ტრანსპორტისთვის, სამრეწველო ტექნიკისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანებისთვის.
ACDELCO - GM-ის ხარისხის ავტონაწილები საქართველოში
ჩვენ ვართ ACDELCO-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - ამერიკული ბრენდისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აწარმოებს მაღალი ხარისხის ავტონაწილებს, საპოხ მასალებსა და ტექნიკურ კომპონენტებს General Motors-ის სტანდარტებით.
ACDELCO-ის პროდუქცია შექმნილია General Motors-ის საინჟინრო სტანდარტების შესაბამისად და წარმოადგენს ერთადერთ ავტობაზრის ნაწილებს, რომლებიც სრულად გამოცდილი და GM-ის მიერ დადასტურებულია. პროდუქცია იდეალურად ერგება Chevrolet-ის, Buick-ის, GMC-სა და Cadillac-ის ავტომობილებს, ისევე როგორც სხვა მარკებსა და მოდელებს.
ჩვენთან იპოვით ფილტრებს, აკუმულატორებს, სამუხრუჭე სისტემის ნაწილებს, აალების კომპონენტებს, საჭის და დაკიდების დეტალებს, ჩვენთან ამერიკული მანქანების (Chevrolet, Buick, Cadillac, GMC) ორიგინალი ზეთები დაგხვდებათ. სრულად სინთეტიკური ძრავის ზეთი ბენზინისა და დიზელის ძრავებისთვის მანქანებისა და მსუბუქი კომერციული მანქანებისთვის.

