2022 წლიდან კომპანია გადავიდა განსხვავებულ რეჟიმზე. დაიდო ხელშეკრულება Zeller+Gmelin – Divinol, Raybestos, Lintex და სხვა ბრენდებთან და ნაწილებისა და დისტრიბუციის გარდა დაამატა სხვადასხვა სახის მომსახურებაც. დამონტაჟდა კოლოფის სოლენოიდების შესამოწმებელი მანქანის ხელსაწყო, ჰიდრავლიკური გასაწმენდი მანქანა, ავტომატური ტრანსმისიის ზეთის შესაცვლელი მანქანის სპეც. ნაკრები, სარქველების კორპუსების უნივერსალური საგამოცდო სტენდები და სხვა და გახდა წამყვანი პროფესიონალი კოლოფების დარგში.
გვაქვს ჩვენი მაღაზია თბილისში, რომელიც წარმოადგენს სანდო ლოჯისტიკურ და ბიზნეს პარტნიორს რეგიონალური მასშტაბით.
ჩვენი მიზანია თითოეული ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი იყოს ავტონაწილებისა და სერვისისის ხარისხით. თანამედროვე ტექნოლოგიები და საიმედო პარტნიორები განაპირობებს უსაფრთხოებას და ცხოვრების მაღალ ხარისხს.

ჯი ენდ ემ აუტო ჯორჯია

ჯი ენდ ემ აუტო ჯორჯია 2006 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ეს იყო ექსკლუზიურად GM-ACDelcos ბრენდის სათადარიგო ნაწილებით და საპოხი მასალებით მოვაჭრე სადისტრიბუციო ქსელი.
დაფუძნების დღიდან ჩვენი მიზანი იყო ავტომფლობელების უზრუნველყოფა საიმედო და ხარისხიანი ავტონაწილებით, რომლებიც აკმაყოფილებენ ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომა შესაძლებელს ხდის მოგაწოდოთ საუკეთესო ავტონაწილები, აქსესუარები და საპოხი მასალები.
ამჟამად ჩვენი კომპანია წარმოდგენილია საქართველოში, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე და არსებობის მანძილზე შეძლო და ავტომომსახურების სფეროში საკუთარი ნიშა დაიმკვიდრა.

ბრენდები

Find the car you’ll truly love

Timeless classics and novelties

Sed ut perspiciatis unde omnis iste natus ut perspic iatis unde omnis iste perspiciatis ut perspiciatis unde omnis iste natus.

01. Ultra-modern design
02. Powerful engines